ირაკლი კობახიძე: საპენსიო რეფორმა დიდი წარმატებით განხოციელდება

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდიმარის განცხადებით, ახალი საპენსიო რეფორმა არის მაქსიმალურად შეჯერებული, რაც პრაქტიკაშიც დიდი წარმატებით განხორციელდება.

“საპენსიო პაკეტი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რაც განახორციელა პარლამენტმა მთავრობის ინიციატივის საფუძველზე. რეფორმა განხორციელდა ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და მათ შორის ამ კონსულტაციებში იყო ჩართული ბიზნეს სექტორიც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი, შეჯერებული და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება და არის პრაქტიკული ზომებიც მიღებული იმისათვის, რომ დაიწყოს სათანადოდ ამ რეფორმის პარქტიკაში განხოციელება”-განაცხადა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად