ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი

“კონსტიტუციური მოწყობის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და ნეიტრალური და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატად დავასახელეთ არა პარტიის რომელიმე ლიდერი, არამედ ქალბატონიო სალომე ზურაბიშილი” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენ მას დავუჭირეთ მხარი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი აუცილებლად შესრულდება და ქალბატონის სალომე ზურაბიშვილი იქნება სწორედ ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი. ის იყო ერთადერთი კანდიდატი ამ არჩევნებში, რომელსაც ამ ფუნქციის შესრულება შეეძლო, რა თქმა უნდა, ეს იქნება გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული და თუ ოპოზიცია და პოზიცია სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ტრადიციის ჩამოყალიბებას, ამ შემთხვევაში მიზანი სრულფასოვნად შესრულდება, ეს არის დამოკიდებულია, ასევე პოლიტიკურ ძალებზე, რაც შეეხება ქალბატონ სალომეს ვფიქრობ , ის საუკეთესოდ შეასრულებს ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად