ირაკლი კობახიძე:  CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას

“მე არ ვიცი IRI- ის და NDI – ის კვლევები, მე ვიცი CRRC- ის და IPM- ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობას არის აცდენილი, არამედ ერთმანეთთან არის აცდენილი. როცა ერთი კომპანია გიდებს 27 პროცენტს და მეორე 60%- ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს IRI- ის კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა და განმარტა, რომ მხედველობაში აქვს CRRC და IPM, რომლებიც უშუალოდ აგროვებენ ინფორმაციას.

“CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%- ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება შეფასდეს უთავმოყვარეოდ. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს”, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით  “ქართული ოცნება” – 36%, “ნაციონალური მოძრაობა”-15% 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად