ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს: ასეთ ბინძურ ტყუილებს, რაც თქვა მელიამ, ნუ გაიმეორებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ პროვოკაციებზე აყოლა არ სჭირდება.

„დღევანდელი ინციდენტი მოხდა იმის გამო, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად ადანაშაულებდით და ამბობდით, რომ დმანისში რაც მოხდა, ოპოზიციის პროვოკაციის შედეგია. რატომ მიგაჩნიათ ასე?“ – ამ ის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სამწუხაროდ, თქვენ იმეორებთ იმ ბინძურ ტყუილს, რითაც დაიწყო მელიამ დღევანდელი პროვოკაცია. მან განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ თვითონ „ნაცმოძრაობამ“ დაჭრა ეს პირი. ეს არის სირცხვილი, ეს არის სიბინძურე. ჩვენ ამ სიბინძურეს მიჩვეული ვართ როგორც ნიკანორ მელიას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ასევე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც არ სჭირდება საქართველოს და არ სჭირდება ჩვენს საარჩევნო გარემოს. თქვენს მიმართ ჩემი პირადი რჩევა იქნება, ასეთ ბინძურ ტყუილებს, რაც თქვა მელიამ, ნუ გაიმეორებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლას, ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციებზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თუმცა, კობახიძის განცხადებით, „ნიკა მელია ევროკავშირის ოფისიდან გაიპარება, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ“.

კომენტარები
იტვირთება...