ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ თორნიკე რიჟვაძე იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი აჭარაში

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

“თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი, ის არის როგორც მთავრობის ლიდერი, ასევე ჩვენი პარტიული ლიდერი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის მიიღებს უმაღლეს პარტიულ თანამდებობას. თორნიკე რიჟვაძე არის არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიონალი. ის ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას, ანუ ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობას.  და ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ის იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთის, დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.  ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად