ირაკლი კობახიძე: ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის პოლიტიკურ ძალად ფორმირების შემთხვევაში, ითანამშრომლებს თუ არა მასთან მმართველი გუნდი.

„პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, ამას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში, დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...