ირაკლი კობახიძე ვატო წერეთელზე: ეს არის ამორალური კაცი…ეს არის ჭუტა, რომელიც არის ფსკერზე დაბლა თავისი ყველა პარამეტრით

“გუშინ ჩვენ ვიხილეთ რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი. დღეს იგივეს იმეორებენ. არაფერი კავშირი არ აქვს მედიამენეჯმენტთან არც ჭუტას, არც ნოდარ მელაძეს, არც გვარამიას და არც მათ ამფსონებს. ისინი არიან ჩვეულებრივი რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები”.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ საზოგადოება მათ პასუხს არჩევნებზე გასცემს.

„ისინი გამოვიდნენ მუქარით, რომ პარლამენტს არ ჩაატარებინებდნენ სხდომას. ბუნებრივია, ამ მუქარაზე მათ სათანადო პასუხი მიიღეს. ჩვენ ვერავის მივცემთ სხდომის არჩატარების საშუალებას. მომავალშიც თუ იგივეს გააკეთებენ იგივე იქნება. ვატო წერეთელს ვუთხარი, რომ ამორალურია, როდესაც შემოვიდა სხდომათა დარბაზში. მან აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა, თუმცა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც პირველ სიტყვაზე არ გააკეთა აქცენტი. მისთვის მთავარი ეპითეტი ამორალურია. ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი ამორალური ქმედება არ არსებობს. ეს არის ჭუტა, რომელიც არის ფსკერზე დაბლა თავისი ყველა პარამეტრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...