ირაკლი კობახიძე: ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა, საქართველოში შედგა არჩევნები ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული

“ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, ამაზე საუბარი არის ზედმეტი. საქართველოში შედგა არჩევნები ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული.

“ქართული ოცნების” გამარჯვება არ ეკუთვნის მხოლოდ პარტიას ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას. ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის.

ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ 1500-მდე უბნის გადათვლა, კამერების ნახვა ყველა უბნის ჩანაწერი გვაქვს და ამაზე მივიღეთ უარი. შევთავაზეთ დებატები და ამაზეც მივიღეთ უარი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია მათ ხელს არ აძლევს. რასაც ისინი ამტკიცებენ არის სიყალბე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად