ირაკლი კობახიძე: უფროსი ბავშვი ამბობდა, რომ პოლიტიკოსობა უნდოდა, შემდეგ გადაიფიქრა, მითხრა, ჭაღარა გაგიჩინეს, 5 000 ლარი გაქვს ხელფასიო

უფროსი ბავშვი ამბობდა რაღაც მომენტში, რომ პოლიტიკოსობა უნდოდა, თუმცა შემდეგ მალე გადაიფიქრა და ახლა მისი სურვილია ბიზნესმენი გახდეს.

ასეთი რამ მითხრა: ჭაღარა გაგიჩინეს, 5 000 ლარი გაქვს ხელფასიო. ამიტომ გადაიფიქრა, პრაგმატულად მიუდგა ამ საკითხს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ უნდა თავისი შვილების პროფესიის არჩევანში ჩაერიოს.

„მე არ მოვახდენდი გავლენას, არც ერთ შემთხვევაში შვილის არჩევანზე. თუ იქნება მათი გადაწყვეტილება, ან ერთის, ან მეორეს. შვილების გადაწყვეტილება მათი არჩევანია, მაგრამ მე თვითონ არ ვისურვებდი ამ არჩევანზე გავლენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...