ირაკლი კობახიძე: თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

„მიხეილ სააკაშვილს ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ არის უკვე დასრულებული სისხლის სამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, არა მარტო ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს გირგვლიანის ეპიზოდში გამოკვეთილი სააკაშვილის დანაშაული.

„ის არის დამნაშავე, ის არის კრიმინალი. ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართლმასუჯულება ბოლოს აუცილებლად იზეიმებს, რადგან ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, არის უმძიმესი. 8 წლის შემდეგ მოვისმინეთ მისი აღიარებითი ჩვენება. 8 წლის შემდეგ გაახსენდა თავისი უმძიმესი დანაშაულები და ამისთვის მოიხადა ბოდიში. ასეთი დანაშაულებისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, არამედ პასუხს აგებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად