ირაკლი კობახიძე: თუ ფურცლებზე ხელს არ მოაწერდი, გაწამებდნენ მოდულის შენობაში, ასეთი იყო მაშინდელი სისტემა 

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ის კანდიდატები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის”  შემომწირველები იყვნენ, საკუთარი ნებით ერთი თეთრიც კი არ შეუწირავთ “ნაციონალური მოძრაობისთვის”.  

როგორც “ღამის კურიერში” ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” რეკეტიორობის დამსახურება.

“არც ერთ მათგანს არ შეუწირავს თანხა, სისტემა იყო ასეთი. შემოსავლების სამსახური იბარებდა ბიზნესმენებს და ადგენდნენ ვის რამდენი შემოწირვის საშუალება ჰქონდა. მარტივად მიჰქონდათ ფურცლები და აწერინებდნენ ხელს თუ ეს ბიზნესმენები არ მოაწერდნენ ხელს კარგად იცით ამას რაც მოჰყვებოდა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერ სახეს, როდესაც იყო ტოტალური რეკეტი. ამ შემთხვევაში არ იყო რეკეტი, რადგან ამ ფურცლებზე აწერინებდნენ ხელს.

მე არ მომიწია მსგავსი ზეწოლის გამო რაიმე თანხის გადახდა, რადგან არ ვიყავი ბიზნესმენი, თუმცა ზუსტად ამ პერიოდში, მომიწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დატოვება.

როდესაც ასეთ მონაცემებს ატრიალებს “ნაციონალური მოძრაობა” მათ ეს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, რადგან აქ მათი მანკიერი სახე ჩანს. თუ მაშინ ასეთ ფურცლებზე ხელს არ მოაწერდი, გაწამებდნენ მოდულის შენობაში, ასეთი იყო მაშინდელი სისტემა. რეალურად ისეთ რამეებს იყენებენ, რაც მათ კიდევ ერთხელ ამხელს.

ჩვენს სიაში არიან მოქმედი დეპუტატებიც ოთხივე წარმატებულია თავის საქმიანობაში, ლევან კობიაშვილი, ვაკის გამგებელი, რომელიც ასევე სიახლის შემომტანია. რეგიონების კანდიდატები, რომლებიც წარსულშიც მსგავს საქმიანობას ახორციელებდნენ. მათ მიმართ არის განსაკუთრებული პატივისცემა ამიტომ ეს საკადრო ცვლილებები კარგია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად