ირაკლი კობახიძე: თუ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, მე პოლიტიკიდან წავალ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავა, თუ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი გაიმარჯვებენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს“, –
განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად