ირაკლი კობახიძე: თითო მაჟორიტარმა თითო მილიონი რომ დახარჯოს, რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური სივრციდან

“მილიონი რომ დაეხარჯათ ან თუნდაც, ახლა რომ დახარჯოს თითო მაჟორიტარმა თითო მილიონი, გარწმუნებთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ასეთი რესურსები ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იხარჯება.”

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” თითო მაჟორიტარმა მილიონი დახარჯა.

რაც ძალადობა, მოსყიდვა და ა.შ. საკითხებს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს  დარეგულირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით და ასევე არის გაწერილი შესაბამისი სანქციებიც.

“იგივე ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და უკანონო შემოწირულობების განხორციელებას. რა თქმა უნდა, შავი ფული პოლიტიკაში რჩება ქართული პოლიტიკის ერთერთ მთავარ პრობლემად, ძალიან დიდი შავი რესურსები იხარჯება ქართულ პოლიტიკაში და ამის კონტროლი არ არის მარტივი. აუდიტის სამსახურის წარმომადგნლებმა იციან რა ობიექტურ პრობლემებთან არის დაკავშირებული ამ შავი თანხების კონტროლი. მაგალითად, 2016 წელს ჩვენ დაანგარიშებული გვქონდა ოპოზიციის დანახარჯები. შავი ფული რომელიც მათ დახარჯეს, 100 მილიონს აღემატებოდა დანახარჯი, მაშინ როდესაც ნაჩვენები დაახლოეით 10 მილიონი იყო. ანუ 10-ჯერ აღემატებოდა მათ მიერ დახარჯული შავი ფული რეალურ რესურსებს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად