ირაკლი კობახიძე: თემურ აბაზოვი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  “ღამის კურიერში” განაცხადა და განმარტა,  რომ მსგავსი რამ არც კი განხილულა.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ არ განიხილება ასეთი რამ და ამას გამოვრიცხავ. ამაზე მკაფიო პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ის არ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში. ასეთი რამ არ განხილულა და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გავაკეთო ეს განცხადება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.

თემურ აბაზოვმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად