ირაკლი კობახიძე: თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული, იქნება მეტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, თებერვალ-მარტში პარლამენტში სამზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

აასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” დასმულ შეკითხვას: რამდენ პოლიტიკურ სუბიექტს ელოდებით 2021-ში პარლამენტში?

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მინიმუმ 5 პარტიასთან შედგა საუბარი და ის თავადაც იყო არაპირდაპირ თუ პირდაპირ საუბრებში ჩართული.

“ჩვენი ვარაუდი არის, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული. იქნება სამზე მეტი. ჯერ დაკონკრეტება მართლა რთულია, მაგრამ პროცესი აუცილებლად დაიწყება და ეს მოხდება წლის დასაწყისიდან. თებერვალში იწყება სესია და დასაწყისშივე ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება სიახლეები. შეიძლება ყველა წამოვიდეს.

მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ 5 რვიდან. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. მეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი ბუნებრივია, მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...