ირაკლი კობახიძე: ჭუტა, ნოდარი, გვარამია საკუთარი, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე ცდილობენ არეულობის მოწყობას, მელაძემ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტს კავშირი არ ჰქონდა გარდაცვალებასთან

 „ეგრეთ წოდებულმა მედია მენეჯერებმა, რომლებიც რეალურად პარტიული ლიდერები არიან, კიდევ ერთხელ აჩვენეს, საკუთარი ამორალური სახე.

ჩვენ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, ჭუტა, ნოდარი, გვარამია და ა.შ., რომლებიც ამ შემთხევაში ვნახეთ რას აკეთებენ – საკუთარი, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე ცდილობენ არეულობის სცენარის მოწყობას“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას,

„ეს არის ამორალური სახე და ქმედება, როდესაც შენ ცდილობ, საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის, სიკვდილზე დაიწერო პოლიტიკური ქულები და შექმნა რაღაც არეულობის იმიტაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნოდარ მელაძემ დილითვე იცოდა რაშიც იყო საქმე, რომ ცემის ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას. ამის მიუხედავად მან გადაწყვიტა კამპანიის აგორება. შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...