ირაკლი კობახიძე: სცენაზე ვთხოვთ მოქმედ და მომდევნო პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას N1

ასე წარადგინა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე პირველი ნომერი, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

“ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებსაც ამოძრავებთ სამშობლოს და საქმის სიყვარული, სწრაფვა ქვეყნის განვითარებისა და ადამიანებზე ზრუნვისკენ. სწორედ ამ პრინციპებით შედგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომელსაც დღეს თქვენ წარმოგიდგენთ. საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.

„ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა ჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დაძლიოს პანდემით გამოწვეული პრობლემები და განაგრძოს სწრაფი განვითარების გზა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

“ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი.

სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად