ირაკლი კობახიძე სერგეი გავრილოვზე: ეს იყო პროვოკაცია!

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერგეი გავრილოვთან ჭიქით ხელში ფოტოს გადაღება ისეთივე პროვოკაცია იყო მისი მხრიდან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა.

“ეს იყო პროვოკაცია”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძნობდა თუ არა უხერხულობას, როდესაც 19 ივნისს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში საერთო ფოტო გადაიღო.

“როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ, ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...