ირაკლი კობახიძე: საქართველოს ისტორიაში ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება

ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”-ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ Post Tv-ის ეთერში, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

” ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი სპექტრი, ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის.

არ მინდა, უხეში ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში.

ბევრი რთული წელი გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება, ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური, რა თქმა უნდა ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად