ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, კვლევებით მე-2 ადგილზე ისევ “ნაცმოძრაობა“ გავა, მაგრამ ძალიან მცირედით იქნებიან 2020 წლის პარლამენტში

“სამწუხაროდ, 2020 წლის არჩევნებში, მე-2 ადგილზე ისევ “ნაცმოძრაობა“გავა, მაგრამ იმაზე მცირე შედეგებით, ვიდრე 2016 წელს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ეს არჩევნები იქნება საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლევებში ისევ ჩანს, რომ მეორე ადგილს კვლავ „ნაციონალური მოძრაობა” იკავებს, თუმცა ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად იზრდება დაშორება „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის“, – განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მცირედ იქნება წარმოდგენილი შემდეგი მოწვევის პარლამენტში. „ეს რეალობა თანდათან მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ სურათს ჩვენს ქვეყანაში. დღეს თუ გადავხედავთ ოპოზიციურ სპექტრს, არის ძალიან მძიმე სურათი“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად