ირაკლი კობახიძე: საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები სასწრაფოდ მისაღებია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებები სასწრაფოდ მისაღებია. მან ამის შესახებ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემებია. 

„ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე, საკითხის დროული გადაწყვეტისთვის პარლამენტის სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ორგანო მზადაა დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...