ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა, რომელიც მონაწილეობს მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში "მსოფლიო თავდაყირა 2018".

მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების  ინსტიტუციურ განვითარებაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვან  ნაწილზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს  ამ კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.  დენიელ ტვინინგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს ამ მიმართულებით დახმარებას გაუწევს.

ირაკლი კობახიძემ და დენიელ ტვინინგმა ისაუბრეს პარლამენტის როლზე, მის გაძლიერებაზე და ამ პროცესში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაწილეობაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო გენდერული თანასწორობის საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს  ახალგაზრდების მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც დენიელ ტვინინგმა განაცხადა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს  პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად