ირაკლი კობახიძე: სად ჩამომსვლელია, რისი თავი აქვს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებებში ჩართვაზე და ჩამოსვლაზე არცერთი დიპლომატის მხრიდან საუბარი არ ყოფილა – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“სად ჩამომსვლელია სააკაშვილი, ამას როგორ იტყვის თავმოყვარე დიპლომატი,  როგორ შეიძლებოდა ეთქვა რომელიმე დიპლომატს საქართველოში ჩამოვა სააკაშვილი, რომელიც 5 წელია ჩამოდის და ვერ ჩამოდის, რისი თავი აქვს სააკაშვილს” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა საუბარი.სააკაშვილის ჩამოსვლაზე და მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...