ირაკლი კობახიძე: რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება

“საზოგადოება მთლიანად დაინახავს იმას, რომ ეს შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას და მათ შორის უზრუნველყოფს იმასაც, რომ რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება”.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეს შეთანხმების მთავარი შედეგი იქნება.

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...