ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს

“ღრმად გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებზე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა საჭირო პირობის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს საარჩვენო უბნები იქნება იმაზე უსაფრთხო სივრცე, ვიდრე მაღაზია ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების სრული კოვიდუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს. ღრმად გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფო აღმშენებლობის ყველა მიმართულოებით. „ქართული ოცნების“ 73-ვე ადგილობრივი შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი არჩევნის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად