ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაბერილი იყო შტატები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ, ინიცირება მოეხდინათ კანონპროექტის” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდში აზრთა სხვადადხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის.

” პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება. გაბერილი იყო შტატები რასაც თავიდანვე ვამობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნვყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისაცავდა მიზნად კანონპროექტი,თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაიაი რეორგანიზახიის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ.

ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვევიათ ოპონენებს და პრეზიდენტი ადმინისტრაციას. კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზახია გარდაუვალია და თითოეულ თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თოოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასქებული იქნება. მომავალ პრეზიდემტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორცოელება თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს საჭირო არ არის ამკანონის მიღება”-განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად