ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს დიპლომი არ ეკუთვნის, ჩემგან ყოველ შემთხვევაში

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. აქვე, კობახიძემ დასძინა, რომ მისგან პრეზიდენტს დიპლომი არ ეკუთვნის. პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

"კარგი იქნება ძალიან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ კომისიის სხდომას, ასეთ შემთხვევაში, მათ ნამდვილად ექნებოდათ ცოტა მეტი ცოდნა კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად ადმინისტრაციის წარმომადგენლები აბსოლუტურად არასწორ, მათ შორის ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე პრეზიდენტს.

დიპლომი არ კუთვნის ჩემგან, ყოველ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ერთმანეთს ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ გაესაუბრნენ. 

"იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცი ბარემ", – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად