ირაკლი კობახიძე: პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის

"წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი, ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები"- აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საკანონმდებლო ორგანო წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის.

მისივე განმარტებით, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხვალ, პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება.

"რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი, ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები" – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...