ირაკლი კობახიძე: ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარულ დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძის მოთხოვნით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელი ორი დეპუტატი შემოვიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, გარკვეული ნივთიერება შემოიტანა და დაასხა.

“ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. ალბათ, სასურველია, რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს და კოლეგებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მოუწოდა პლენარული დარბაზის დატოვებისკენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად