ირაკლი კობახიძე: ოქრუაშვილი და უგულავა პოლიტკრიმინალები არიან

ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ყველაფერი არის დღესავით ნათელი – უგულავა და ოქრუაშვილი ესენი არიან პოლიტკრიმინალები. რას ნიშნავს ეს ცნება? – პოლიტკრიმინალი არის ადამიანი, რომელიც იპარავს 48 მილიონს, ან შედის რუსულ სპეცსამსახურებთან კონტაქტში და თანამშრომლობს მჭიდროდ მათთან და რამდენიმე წელი მაინც ინარჩუნებს პოლიტიკოსის სტატუსს. ასეთი რამე არ ხდება არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში და ჩვენც უნდა დავამკვიდროთ ეს სტანდარტი აუცილებლად საქართველოში. პოლიტკრიმინალები, როგორიც არის ოქრუაშვილი, უგულავა და სხვები ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ და ეს დასავლური სტანდარტი საქართველოში აუცილებლად დამკვიდრდება.

ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხოლმე არასწორი განცხადებებით 2012 წლის ოქტმბრიდან მოყოლებული. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და როგორც წესი ესენი არიან ერთი და იგივე პოლიტიკოსები. ერთი და იგივე ათეულში ტრიალებს ეს ყველაფერი. რატომ ხდება, როგორ ხდება და ა. შ. ეს მე არ ვიცი, მაგრამ ერთი და იგივე წრეში ვტრიალებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად