ირაკლი კობახიძე: ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისაკენ

“ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისაკენ”.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურზე არსებული დაბალი აქტივობის ფონზე ოპოზიციონერებს აქვთ იმედი, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ.

„ასეთი ტიპის ფარული მაგრამ აქტიური ჩართულობაა, მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მაღალი პროცენტი აიღონ. აქტივობა არის დაბალი, რაც ზოგადად ახასიათებს ყველა მეორე ტურს და ასეთ დროს, დაბალი აქტივობის ფონზე მათ აქვთ იმედი, რომ მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას, თუმცა ეს წარმატება მაინცდამაინც პერსპექტიული არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად