ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40 %-იანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს. „დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება 100/50-ც გადაიხედოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად