ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: საბაბიც კი არ დარჩა, რათა რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება შესრულდა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე და მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუა წარმოაჩინოს.

„8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. არაერთი ფაქტი ვიცი იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი დეპუტატების გაწვევას კენჭისყრიდან. ამ მცდელობების მიუხედავად, მოვახერხეთ და დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ორ ფრაქციასთან ერთად აღვასრულეთ პირნათლად 8 მარტის შეთანხმება. ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში. მათი მიზანი ცალსახად იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, მათი რეიტინგი მათთვისაც ცნობილია. შესაბამისად, ერთადერთი გზა მათთვის არის რადიკალიზაცია და რაღაც ხელმოსაჭიდს აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩა, რათა რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად