ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების დაწერა საქართველოში პოლიტიკურად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

„ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს აბსოლუტურად ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების დაწერა საქართველოში პოლიტიკურად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა და განმარტა, რომ ისინი, ვინც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ, შესაბამის პოლიტიკურ პასუხს მიიღებენ.

„ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს აბსოლუტურად ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების დაწერა საქართველოში პოლიტიკურად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამის საშუალება მომავალში არავის უნდა ჰქონდეს და არც უნდა გაიფიქრონ რამე. ჯერ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილზე თვეების განმავლობაში იწერდნენ ქულებს. შაქარაშვილის საქმეზე გახსოვთ, რა ხდებოდა. ახლა გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ცდილობენ ქულების დაწერას. ამაზე მეტი მორალური ფსკერი ხომ არ არსებობს. ეს არის ამათი სახე. ეს არის „ნაცმოძრაობა“, მისი მედია მენეჯერები – ჭუტა, ნოდარი, გვარამია. მათ მორალურ ფსკერს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.

კომენტარები
იტვირთება...