ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას სძულს ჩვენი ეროვნული იდენტობა და ეკლესია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას ეროვნული იდენტობა და ეკლესია სძულს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ ეკლესიის და პატრიარქის მიმართ გამოთქმული რიტორიკა და ლექსიკა მიუღებელია.

“ისინი ღიად აფიქსირებენ საკუთარ არა ნეგატიურ, არამედ მტრულ დამოკიდებულებას ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მათი რიტორიკა, მათი ლექსიკა ეკლესიის, პატრიარქის მიმართ. გაიხსენეთ დავით ბერძენიშვილისა და სხვა ლიდერების განცხადებები. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ეკლესიას, ეროვნულ იდენტობას, მათ სძულთ ჩვენი ეროვნული იდენტობა, სძულთ ეკლესია.

ეს არის ამ პოლიტიკური ძალის- “ნაციონალური მოძრაობის” სახე. ეს იყო ერთი “ნაციონალის” კომენტარი სალომე ზურაბიშვილის სალობიეში სტუმრობასთან დაკავშირებით. მან მიაწოდა “ნაციონალებს”, საკუთარ მეგობრებს ეს ინფორმაცია და ქვევით იყო მინაწერი “სტუმარი ღვთისაა”. ეს პირდაპირ აჩვენებს “ნაციონალური მოძრაობის” სახეს. მათ სძულთ ყველაფერი, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან და ტრადიციებთან არის დაკავშირებული. ეს მინაწერი არის ზუსტი ლუსტრაცია იმისა, თუ როგორია “ნაციონალური მოძრაობა”,-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად