ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შეეშვას სპეკულაციას, მარტივად, სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიონ!

” მოვუწოდებთ ოპოზიციას შეეშვან სპეკულაციას”-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

” რეალურად, ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის, უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. მეორე, მივუშვათ ვირუსი. ვიცით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვებამ, ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5600 უკვე რეგისტირრებული შემთხვევაა. ეს შედეგი თუ გვინდა მივიღოთ, ეს არის მეორე თოერიული ვარიანტი. მესამე არის ამ კანონის მიღება. მეოთხე არ არსებობს.

მოდი, მოვუწოდოთ, ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებს კონტრარგუმენტი, ხედავთ დარბაზში არავინ არ არის. მოვუწოდოთ, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე არ არსებობს.”-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა სპეკულაციას თავი დაანებონ:

” მარტივად, ხვალამდე იფიქრონ და აირჩიონ ერთ-ერთი ამ სამიდან. მგონი, არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია ამ კანონის მიღება, მოვუწოდებთ ოპოზიციას შეეშვან სპეკულაციას და აირჩიონ ამ სამიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე რაციონალური ალტერნატივა. ხვალამდე დაველოდოთ პასუხს”-ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად