ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩვენებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს

“ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩვენებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მათ აიღეს მინიმუმ 35%, მათი ლიდერის შესაბამისი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ. „პატრიოტთა ალიანსის“ აღქმა არის, რომ მათ მიიღეს მინიმუმ 23%. ესეც არის მათი ლიდერების ციტატა. „ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც იღებს 7%-ზე მეტს, ამ არჩევნებზე შალვა ნათელაშვილს და მის ლეიბორისტულ პარტიას აქვთ მინიმუმ 7% აღებული. „ლელო“ ამტკიცებს, რომ მათ ორჯერ მეტი აქვთ აღებული ვიდრე ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ანუ გამოდის 6%. იგივეს ამბობს გიორგი ვაშაძეც, ანუ მასაც აქვს აღებული3-ის მაგივრად 6%. ევროპული საქართველო ციფრებს არ ასახელებს ცოტა მეტი გამჭრიახობა გამოავლინეს ამ კუთხით თუმცა, თუ ისინი საუბრობენ იმას, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, 4-ის მაგივრად მინიმუმ 5% უნდა ჰქონდეთ აღებული. ბურჯანაძე ამტკიცებს რომ 1%-ის მაგივრად აღებული აქვს მინიმუმ 5%. „გირჩი“ ამბობს რომ მათთვის არაფერი წაურთმევიათ უბრალოდ ჩვენ მივითვისეთ. დავტოვოთ 3% და მოქალაქეებიც დაახლოებით იგივეს ამბობენ დავტოვეთ აქაც 1%. სხვა პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც აქვთ აღებული ნახევარი პროცენტი, ბევრი მათგანი ამტკიცებს იმას, რომ მათ გადალახული აქვთ საარჩევნო ბარიერი. აქაც ავიღოთ 6-ის მაგივრად 9%. ამ ყველაფრის ჯამი არის 100%. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩვენებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ არასერიოზულ მტკიცებას, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ პოლიტიკურ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს ერთადერთი რამ, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის სამართლებრივი მექანიზმები და ზუსტად, ეს სამართლებრივი მექანიზმები არის ასახული წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...