ირაკლი კობახიძე: ობიექტური მიზეზები გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება – სირთულეები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს

ობიექტური მიზეზები გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება -ობიქეტური სირთულეები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, რთულია რეაგირება, როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანია აქციაზე გამოსული.

„აქციის მონაწილეთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ეს იყო მოსალოდნელი. სწორედ ამის გამო კეთდებოდა გაფრთხილებები და სწორედ ობიექტური მიზეზები გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება. ეს იყო ძალიან რთული. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო რომ ათი ათასი კაცი, თუ რამდენიც იყო ემართა? გახსოვთ, 1000 კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც ჭირდა რეაგირება. ბუნებრივია, მასაზე როცაა საუბარი, რთულია რეაგირება, მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც დიდი რაოდენობის ადამიანია გამოსული. ასეთ დროს რეაგირება რთულია ობიქეტური სირთულეები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...