ირაკლი კობახიძე: ნეტა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ეს კლოუნი მოხვდებოდა ციხეში

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი არის კლოუნი და ის არ არის საქართველოში.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეს, თავიდან გვეგონა დიფფექი, საბოლოოდ აღმოჩნდა ძალიან მარტოვად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერეტები მუშაობენ ამაზე და გეტყვიან პასუხს, მაგარამ, ძალინ  მარტივი ფეიქია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან არავს უკვირს.

მიხეილ საკაშვილი არ არის საქართველოში, ეს ერთი. მიხეილ სააკაშვილი აროს კლოუნი, ეს მეორე. ეს კლოუნადა ემსახურება იმას რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს უფრო მაგარი ბიჭი, ვოდრე ნიკანორ მელია ან ხატი ადეკანოიძე.

ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ეს კლოუნი მოხვდებოდა ციხეში. სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა “დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან, 8 წლის შემდეგ”.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ჩამოსვლა დააანონსა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია დღე და რიცხვი, შემდეგ გამოქვეყნა კიევი- თბილისის ბილეთის ჯავშანი. შემდეგ ეს ჯავშანიც გაქრა.

მოგვიანებით, თქვა, რომ ჩამოვიდოდა 2 ოქტომბერს ღამით. დღეს კი ეს სტატუსი გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისთვის, არცერთი უწყება მის ჩამოსვლას არ ადასტურებს.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ” ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გამოუკვეთავს”.

კომენტარები
იტვირთება...