ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობაში” არიან დეპუტატები, რომელთაც პარლამენტში დარჩენა სურთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ის ეთერში აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომლებსაც პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ.  მისი თქმით, გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს, რათა ეს პროცესს დააზიანებს.  

“ბლოკში არის რამდენიმე სუბიექტი, რომელსაც აქვს სურვილი შემოვიდეს პარლამენტში და თვითონ ნაციონალური მოძრაობის, ანუ პარტიის შიგნითაც არიან დეპუტატები, რომლებსაც სურთ დარჩნენ პარლამენტში. გვარების თქმას მოვერიდები. ჯამში მათი რაოდენობა, ვისაც სურს პარლამენტში დარჩენა შეიძლება 36-დან 20-ზე მეტიც იყოს. საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანების რაოდენობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...