ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” ვერ იშლის თავისას, უკანონო მოსმენა და ჩანაწერების ფაბრიკაცია მათი ხელწერაა, ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება

აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!” – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...