ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს, ამ სპექტაკლის საფუძველზე გვაშანტაჟებენ და გვემუქრებიან – მეგის ქარდავები მკაცრ პასუხს მიიღებენ

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მათ შორის ისეთი უმძიმესი დამნაშავის მიმართ, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს და მათ არც შანტაჟი და არც მუქარა არ „გაუვათ“.

„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უმძიმესი კადრები. მეგის ქარდავა იყო მხოლოდ შემსრულებელი, მთავარი დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში ადამიანებს აწამებდა, ჩვენებებს აჭმევდა, ბიზნესს არეკეტებდა, ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა, მედიის სრული მონოპოლიზაცია განახორციელა. საქმე სამარცხვინო ადამიანთან გვაქვს. დღეს კოლექტიური მეგის ქარდავა შიმშილობს, გვაშანტაჟებს და გვემუქრება. არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მძიმე პასუხს მიიღებენ. „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს, ისინი ამ სპექტაკლის საფუძველზე გვაშანტაჟებენ და გვემუქრებიან. მათ არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მეგის ქარდავები მკაცრ პასუხს მიიღებენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს ექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...