ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზ“: მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე

“ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, რომლის შედეგები არის უკვე სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის, ანუ როცა მოხდა რეალურად ბათუმში შემთხვევების გაორმაგება, პირდაპირ ემთხვევა ამ ვადებს”.

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმის ბულვარში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შესაბამისად, ეს იყო, მგონი შეგნებული, დივერსიული აქტი. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება და იმედი აქვთ, მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ დივერსანტების წინააღდმეგ იცვლება, მცირდება მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებისთვის, ამ ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. ამით იყო გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში და დღემდე ასეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად