ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან არსებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰქონდა კონსულტაციები დაინტერესებულ პირებთან და არასამთავრობოებთან, მისი განცხადებით, დაიწყება მსჯელობა ამ საკიტხთან დაკავშირებით პარლამენტში. 

"მქონდა შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან და შესაბამის არასამთავრობო როგანიზაციებთან ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე და აქტიურად განვიხილავთ შესაბამის საკითხებს. აუცილებლად დაიწყება ამ საკითხებზე მსჯელობა პარლამენტში. საჭიროა გარკვეული გადახედვა საქართველოს კანონმდებლობის თუ კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გადაისინჯოს კანონმდებლობა ამას უკვე შემდგომი განხილვები გადაწყვეტს", – განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად