A1 ბანერი

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გაწვევა შეუძლებელია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, სადაც დეტალურად იქნება მსჯელობა მოსამართლეების არჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე.

“ამის საფუძველზე მივიღებთ თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილბას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე აქვე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიის უკან გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია.

“ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, თუნდაც მთავრობის წარდგენა და ა.შ.

შესაბამისად გაწვევა შეუძლებელია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ამ პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება ასევე უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მხრიდან”, – აღნიშნა ირაკლი კბახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...