ირაკლი კობახიძე: მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა მემორანდუმის საფუძველზე, სხვების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს

“მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე, სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას მიერ გავცელებულ ინფორმამციას, რომ „13 მაისს, მის პოლიტიკურ საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა“.

„თუ ვინმეს წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ისევე, როგორც მელიას შემთხვევაში. ვინ ვის მოერეოდა, ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც შეეხება გამოძიებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...