ირაკლი კობახიძე: მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარტნიორები.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი   რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად