ირაკლი კობახიძე: მე ვიცი, რომ პარტია არც აქვს გახარიას, მაგრამ რაც არის, ისიც დაიშლება

“მე ვიცი, რომ პარტია არც აქვს გახარიას, მაგრამ რაც არის ისიც დაიშლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მან ძალიან ბევრი მოატყუა, მათ შორის თავის პარტიაში სხვადასხვა კუთხით”.

ასე გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარიას, განცხადებას, რომელიც არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” დაშლას პროგნოზირებს.

“მე ვიცი, რომ პარტია არც აქვს გახარიას, მაგრამ რაც არის ისიც დაიშლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მან ძალიან ბევრი მოატყუა, მათ შორის თავის პარტიაში სხვადასხვა კუთხით. მათ შორის, პოლიტიკური კუთხით, ფინანსური და ა.შ. მან ვიღაცეები გადააგდო და ამ დეტალებში შესვლა არ მინდა. კიდევ უფრო მეტს კი გადააგდებს მაშინ, როგორც კი არჩევნები დასრულდება. ეს ზოგადად გახარიას ხელწერაა.

რაც შეეხება, “ქართული ოცნების” კონსოლიდაციას, აქ კონსოლიდაციის ხარისხი უმაღლესია და ეს არის გუნდი, რომლის ლიდერებიც პატივს სცემენ ერთმანეთს და მეგობრობენ ერთმანეთთან. ამ მეგობრობით კი, გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ყველამ თავის პარტიაზე იზრუნოს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...