ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე “ნაცმოძრაობასთან” ერთად თავად მონაწილეობდა არაერთ “რეკეტის” საქმეში და ამიტომაც ვერ ემიჯნება მათ

“დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში  პარტია „ლელო“  და „ნაცმოძრაობა“, რომ  ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა და აქედან ასეთ ვითარებაში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი  რეიტინგი ჩამოვიდა 1%-ზე.“ – ასეთ შეფასებას აძლევს „აიპრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI -ს კვლევების მიხედვით „ლელოს“ რეიტინგის ვარდნას.

ინტერვიუს სრულ ვერსიას “აიპრესი” ხვალ შემოგთავაზებთ.

ბატონო ირაკლი, უნდა ითქვას, რომ “ლელოს” ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით ბატონ  მამუკა ხაზარაძეს,  “ნაციონალურ მოძრაობის” დროს  არ ჰქონია, როგორც ბიზნესმენს ასე ვთქვათ „დალხენილი ცხოვრება“… არსებობს ამის ფაქტები, რის შესახებაც მართალია, თავის დროზე ხმამაღლა არაფერი უთქვამს, თუმცა ყველაზე უკეთ თავად უწყის…

თუმცა, თვითონ მონაწილეობდა არაერთ რეკეტის საქმეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს გამიჯვნას „ნაცმოძრაობისგან“.

ეს უკვე ბრალდებაა.

რა თქმა უნდა, არც თუ უსაფუძვლო…

 სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინაც სამ ადამიანს: ელენე ხოშტარიას, გიგა მაქარაშვილს და შოთა დიღმელაშვილს რუსეთის აგენტობა დააბრალეთ… რა ფაქტებს ეყრდნობით, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებთ?

იქაც კონკრეტული არგუმენტები  იყო, რაც ამ სავარაუდო კავშირზე მიუთითებს, ერთი იყო  ელენე ხოშტარია და იქ იყო კონკრეტული კვალი, რომელიც არის ბუნებრივია  სერიოზული ეჭვის საფუძველი.  გიგა მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ იყო მინდია გულუას პრეს-სპიკერი და იზიარებდა მთლიანად იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მინდია გულუას და მისი კავშირები რუსეთთან ძალიან კარგად  ვიცით. შოთა დიღმელაშვილზე, ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცით არგუმენტები და ასე შემდეგ…  პლიუს, ამ საეჭვო კავშირებს ემატება ის, რომ  მათი თითოეული ნაბიჯი,  შედის რუსეთის ინტერესებში. ანუ რასაც აკეთებენ, შედეგი რაც არის,  მთი საქმიანობის, მთლიანად შედის რუსეთის ინტერესებში.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...