ირაკლი კობახიძე: ლაშა ნაცვლიშვილთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს, მე მგონი, საქართველოშიც აღარ არის

“იყო საკადრო გადაადგილებები. სხვადასხვა მიზაზი ჰქონდა სხვადასხვა შემთხვევას. ლაშა ნაცვლიშვილთან აღარ გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია, მე მგონი ის საქართველოშიც აღარ არის, თუ არ ვცდები. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ვასილ მაღლაფერიძეს, მათთან გუნდს აქვს მეგობრული ურთიერთობა.”

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “რეაქცია” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა:

ლაშა ნაცვლიშვილი სად წავიდა? ვასილ მაღლაფერიძე რომელიც თქვენი მოაფგილე იყო, სად წავიდა? უცნაური ამბები მოხდა თქვენს პარტიაში, რის შესახებაც ბოლომდე პასუხები არ ვიცით რა არის. მაგალითად დღემდე ვერ ვხვდები, არჩილ თალაკვაძეს რანაირად მოუნდა ერთ დღეს თავმჯდომარე კი არა, თავისი მოადგილის მოადგილე გამხდარიყო. რა მოხდა პარტიაში, შეგიძლიათ მითხრათ?

“იყო საკადრო გადაადგილებები. სხვადასხვა მიზაზი ჰქონდა სხვადასხვა შემთხვევას. ლაშა ნაცვლიშვილთან აღარ გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია, მე მგონი ის საქართველოშიც აღარ არის, თუ არ ვცდები. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ვასილ მაღლაფერიძეს, მათთან გუნდს აქვს მეგობრული ურთიერთობა. არჩილ თალაკვაძე არის უშუალოდ საპარლამენტო გუნდის ერთერთი გამორჩეული ლიდერი. აქედან გამომდინარე, ეს გადაადგილებები, მე მგონია, რომ არ ტოვებს სპეკულაციის საფუძველს. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტებული იქნა კონკრეტული შემთხვევის მიზეზი” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...